მეცხრე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით, რომლის მიხედვითაც , გეგმაში უნდა შეგვეტანა დიფერენცირებული სწავლების შესახებ ინფორმაცია. უნდა დაგვემატებინა ინფორმაცია ინვენტარი /მასალების, ინტერნეტრესურსის, ბეჭდური რესურსის, პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის შესახებ.
პორტფოლიოს პრეზენტაცია გავაზიარეთ ბლოგზე. File-Publish -tothe Web- Embed აქ ვაკოპირებთ ლინკს და ჩავსვამთ ბლოგზე HTML - ველში, საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ სიმაღლე-სიგანე და გამოვაქვეყნოთ.
ვისწავლეთ ვორდის დოკუმენტში ჰიპერლინკის ჩასმა, რათა ადვილად დავუკავშირდეთ მითითებულ ვებ-გვერდს.
ტრენინგი იყო საინტერესო, ინფორმაციული, მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გამოვიყენებ პრაქტიკაში.
მადლობა ტრენერს საინტერესოდ წარმართული სატრენინგო კურსისთვის!
No comments:
Post a Comment