Friday, December 14, 2018

დღე მერვე "რეფლექსია"

ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ დავალების შემოწმებით: განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომი - პრეზენტაცია. შევქმენით პრეზენტაციის რუბრიკა, რომელშიც შევიტანე მახასიათებლები,რომლითაც მოწმდება მოსწავლის ნამუშევარი. პროექტში გამოყენებული მაქვს აქტივობა ,რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად. რომლისთვისაც ვიყენებ მეთოდს - "გავითვალოთ".

როდესაც პროექტს დავიწყებ , შეფასების ინსტრუმენტებს და მეთოდებს მოსწავლეებს წინასწარ გავაცნობ, რათა მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლელებად ჩამოყალიბდნენ.
სახელმძღვანელოდან მივიღე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სასურველია შეფასების ინსტრუმენტების შექმნა მოსწავლეებთან ერთად.იმისათვის ,რომ ყველა მოსწავლე ჩავრთო პროექტში საჭიროა მოვახდინო კლასის ფასილიტირება და დიფერინცირება. ამ მიზნით  თითოეული მოსწავლის საჭიროებების მიხედვით, (ვიცი, მინდა ვიცოდე) განვსაზღვრავ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს პტოექტის აქტივობებში.
მომდევნო დღისთვის საშინაო დავალება: ვასრულებთ გეგმის შევსებას.

No comments:

Post a Comment