მეცხრე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით, რომლის მიხედვითაც , გეგმაში უნდა შეგვეტანა დიფერენცირებული სწავლების შესახებ ინფორმაცია. უნდა დაგვემატებინა ინფორმაცია ინვენტარი /მასალების, ინტერნეტრესურსის, ბეჭდური რესურსის, პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის შესახებ.
პორტფოლიოს პრეზენტაცია გავაზიარეთ ბლოგზე. File-Publish -tothe Web- Embed აქ ვაკოპირებთ ლინკს და ჩავსვამთ ბლოგზე HTML - ველში, საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ სიმაღლე-სიგანე და გამოვაქვეყნოთ.
ვისწავლეთ ვორდის დოკუმენტში ჰიპერლინკის ჩასმა, რათა ადვილად დავუკავშირდეთ მითითებულ ვებ-გვერდს.
ტრენინგი იყო საინტერესო, ინფორმაციული, მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გამოვიყენებ პრაქტიკაში.
მადლობა ტრენერს საინტერესოდ წარმართული სატრენინგო კურსისთვის!
მრავალეროვანი საქართველო
Saturday, December 15, 2018
Friday, December 14, 2018
დღე მერვე "რეფლექსია"
ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ დავალების შემოწმებით: განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომი - პრეზენტაცია. შევქმენით პრეზენტაციის რუბრიკა, რომელშიც შევიტანე მახასიათებლები,რომლითაც მოწმდება მოსწავლის ნამუშევარი. პროექტში გამოყენებული მაქვს აქტივობა ,რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად. რომლისთვისაც ვიყენებ მეთოდს - "გავითვალოთ".
როდესაც პროექტს დავიწყებ , შეფასების ინსტრუმენტებს და მეთოდებს მოსწავლეებს წინასწარ გავაცნობ, რათა მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლელებად ჩამოყალიბდნენ.
სახელმძღვანელოდან მივიღე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სასურველია შეფასების ინსტრუმენტების შექმნა მოსწავლეებთან ერთად.იმისათვის ,რომ ყველა მოსწავლე ჩავრთო პროექტში საჭიროა მოვახდინო კლასის ფასილიტირება და დიფერინცირება. ამ მიზნით თითოეული მოსწავლის საჭიროებების მიხედვით, (ვიცი, მინდა ვიცოდე) განვსაზღვრავ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს პტოექტის აქტივობებში.
მომდევნო დღისთვის საშინაო დავალება: ვასრულებთ გეგმის შევსებას.

Thursday, December 13, 2018
დღე მეშვიდე"რეფლექსია"
დღე დავიწყეთ სასწავლო პროცედურების განხილვით. შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ჩექლისტი. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის - პრეზენტაციის შექმნა. მოვიღეთ საშინაო დავალება: დავასრულოთ პრეზენტაცია; შევქმნათ მოსწავლის წინარე ცოდნის შესაფასებელი ფორმა; პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
Sunday, December 9, 2018
დღე მეექვსე "რეფლექსია"
დღე დავიწყეთ ერთ-ერთი მონაწილის პრეზენტაციის განხილვით. დრაივიდან გავაზიარეთ ჩვენი პორტფოლიო, რომლის ნახვაც ყველას შეუძლია.
ვისწავლეთ სხვა მონაწილეების ბლოგზე დამატება.
ბლოგზე დავამატეთ გვერდები " ჩემ შესახებ", "პორტფოლიო" და "ფოტო ვიდეო". ვისწავლეთ როგორ მოვძებნოთ სანდო ინფორმაცია, ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. ვნახეთ როგორ ხდება Google-ში ვიდეოს, სურათის,პრეზენტაციის, დოკუმენტის და სასურველი ინფორმაციის სწრაფი მოძიება.
ვისწავლეთ youtube-დან ვიდეოს გაზიარება ბლოგზე და მისთვის სასურველი ზომების მინიჭება.

Saturday, December 8, 2018
დღე მეხუთე "რეფლექსია"
მეხუთე დღეს დავასრულეთ შეფასებაზე მუშაობა და პროექტის გეგმის შესაბამის ველში შევიტანეთ შეფასების მეთოდები და ინდიკატორები. შევიმუშავეთ პრეზენტაციის შესაქმნელად ჩეკლისტი და ავტვირთე დრაივში. დავიწყეთ პრეზენტაციის მომზადება. მივიღეთ სასინაო დავალება: დავასრულოთ პრეზენტაცია და ვკითხულობთ სახელმძღვანელოს მოდულ3-ის ხუთ აქტივობას.
Friday, December 7, 2018
დღე მეოთხე "რეფლექსია"
მეოთხე დღეს დავასრულეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება. ავტვირთეთ ბლოგზე და შევიტანეთ ასევე პროექტის გეგმის შესაბამის ველში. ვისწავლეთ სტატიებისა და ფოტომასალის განთავსება საინფორმაციო ბროშურაზე. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. მივიღეთ საშინაო დავალება: შევარჩიოთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.
Subscribe to:
Posts (Atom)